ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ

შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია „თი-ემ-სი“ დაარსდა 2009 წელს თბილისში, საქართველოში. დაარსების მომენტიდან შპს „თი-ემ-სი“ აქტიურად ოპერირებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე და თავის მომხმარებელს თავაზობს მრავალფეროვან მომსახურებას სხვადასხვა სფეროში, რომელიც საჭიროა ნებისმიერი  ბიზნეს საქმიანობისათვის და პასუხობს თანამედროვე  საბაზრო სტანდარტებსა და მოთხოვნებს.

2012 წლის დასასრულს შპს „თი-ემ-სი“-მ შექმნა ეფექტური შიდა ხარისხის კონტროლის სისტემა, ჩაატარა რამდენიმე ფინანსური აუდიტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და 2013 წელს გახდა  ერთ-ერთი უდიდესი ქოლგა ორგანიზაციის, ჟენევის საერთაშორისო ჯგუფის წევრი [ggi.com]. 2016 წელს შპს „თი-ემ-სი“ გახდა EBRD-ის  (რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის) ერთ-ერთი პროექტის – მცირე ბიზნესის მხარდაჭერის  (SBS) კონსულტანტი საქართველოში.

2019 წლის გაზაფხულზე შპს „თი-ემ-სი“-ს მიენიჭა უფლებამოსილება განახორციელოს ფინანსური აუდიტი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

შპს „თი-ემ-სი“ მზარდი კომპანიაა, დაკომპლექტებული ახალგაზრდა, მოტივირებული და მაღალკვალიფიციური კადრებით, რომლებსაც უწყვეტად უტარდებათ ტრენინგები იმისთვის, რომ გაიღრმავონ ცოდნა და უპასუხონ თანამედროვე ბიზნესის მოთხოვნებს.

Georgian