ბუღალტერია

ბუღალტერია

საბუღალტრო აღრიცხვა ერთ-ერთი მთავარი პროცესია  ნებისმიერი ბიზნესის ფუნქციონირებისათვის – ეს არის ფინანსური ოპერაციების შესაბამისი წესით აღრიცხვა, რაც ასევე მოიცავს ინფორმაციის შეჯამების, ანალიზის და შესაბამისი საზედამხედველო სამსახურებისთვის რეპორტების წარდგენის პროცესებს.

ჩვენ  გთავაზობთ საბუღალტრო მომსახურებას აუთსორსზე, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს თქვენს დანახარჯებს, თუმცა მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია ბუღალტერმა იმუშაოს დამკვეთის ოფისიდან. საბუღალტრო მომსახურების პროცესებს ზედამხედველობას უწევს TMC საგადასახადო რისკების დეპარტამენტი/შიდა კონტროლი, ისევე როგორც ფინანსური დეპარტამენტი, რათა მაქსიმალურად შემცირდეს საგადასახადო და ფინანსური რისკები.

 მომსახურება მოიცავს: 

  • სააღრიცხვო პროგრამებში მონაცემების შეყვანას ინვოისებისა და საგადახდო დავალების მომზადებას 
  • საგადასახადო ორგანოებისათვის ყოველთვიური/ყოველწლიური დეკლარაციების მომზადებას
  • ყოველთვიური/ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადებას საზედამხედველო მომსახურებას 
  • იმ შემთხვევაში თუ თქვენ გყავთ ბუღალტერი, TMC-ის გუნდი გაგიწევთ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგს და კონსულტაციებს, რისკების გადაზღვევის მიზნით. 
Georgian